Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხოშტარია პრემიერს: უფრო გულწრფელი იქნებოდა გეთქვათ, რომ თქვენ არ მიგიღიათ წულუკიანის დატოვების გადაწყვეტილება

13 ივლისი, 2018 21:28

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის შეფასებით დაინტერესდა. 

„ხორავას ქუჩის ტრაგედიამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ის პასუხები, რომელიც მიიღო საზოგადოებამ, არ აღმოჩნდა საკმარისი. „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ეს შეეფერება ნამდვილ დემოკრატიას, მიიღო გადაწყვეტილება და შექმნა საგამოძიებო კომისია, სადაც ჩვენ ველოდებით იმ შედგებს, რა შედეგებსაც დადებს ეს საგამოძიებო კომისია. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, არა მხოლოდ პრემიერი, ველოდები საგამოძიებო კომისიის შედეგებს“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე შეფასებით, გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ სწორი იყო. ელენე ხოშტარია დაინტერესდა, ასეთ შემთხვევაში, რატომ რჩება მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანი, რომლის პოზიცია ფუნდამენტურად განსხვავდება ბახტაძის მოსაზრებისგან და რომელიც მიიჩნევს, რომ შოთაძე არათუ არ უნდა გადამდგარიყო, მას მადლობასაც უხდის.

„იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის პოზიცია ვიცი. მას აქვს ამის უფლება“, - განაცხადა ბახტაძემ.

„ბევრად უფრო გულწრფელი იქნებოდა გეთქვათ: მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება. აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც თქვენ სწორ პოზიციას ადასტურებთ, იაზრებთ შეცდომას, რომელიც მოხდა და ამასთანავე წარადგენთ იუსტიციის მინისტრს, რომელიც არათუ არ იაზრებს, არამედ უტიფრად ეუბნება საზოგადოებას, რომ დიახაც, მადლობას გადაუხდის გენპროკურორს, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 დეკემბერი
16 დეკემბერი

შსს: კახეთის მიმართულებით ტრანსპორტის მო ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინაუგურაციის გამო კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილი გზებზე მოძ ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

თბილისის მთავარ ნაძვის ხეს რესპუბლიკის მ ...

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. მან ამის შესახებ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

მთაწმინდაზე და გმირთა მემორიალთან მისვლა ...

საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის განცხადებით, დღეს მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან მ ...
^