Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახტაძე: მაქსიმალურად მივეხმარებით ანაკლიის განვითარების კონსორციუმს

14 ივლისი, 2018 14:48

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ ისაუბრა. 

„საქართველოს აქვს ისეთი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რომელიც ჩვენ გვაძლევს მნიშვნელოვან უპირატესობებს, მაგრამ ბუნებრივია, ამ უპირატესობებს სჭირდება გამოყენება. იზრდება გამოწვევები, იზრდება კონკურენციები დერეფნებს შორის. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩვენს ოპოზიციას, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ ესაჭიროება ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. აქედან გამოდინარე, ანაკლიის პორტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა. საქართველოს მთავრობას აქვს შესაბამისი ვალდებულებები აღებული. ამ ვალდებულებებს აუცილებლად შევასრულებთ და მაქსიმალურად მივეხმარებით კონსორციუმს, რომ მოხდეს ამ პროექტის დროული რეალიზაცია. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ლოგისტიკური ბიზნესი არის საკმოდ კომპლექსური, ცალკე კომპონენტების განვითარება არის მნიშვცნელოვანი, მაგრამ ის ჩვენ შედეგს ვერ მოგვცემს, თუ არ იქნა ეს საერთო სტრატეგიის ნაწილი. აქედან გამომდინარე, სხვა ლოგისტიკური სერვისების განვითარება იქნება ძლიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის. იცით, რომ ნაწილი ამ ინიციატივის უკვე წარმოდგენილია ქუთაისსა და თბილისში შესაბამისი ლოგისტიკური ცენტრების განვითარებისათვის. ამ ინიციატივებს აუცილებლად დაემატება სხვა იდეებიც“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

როგორც გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, ანაკლიის პორტის პროექტის გადახედვა ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება.

ოპოზიციის განცხადება ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ქობილიას გამოსვლას მოჰყვა, რაც მან მოგვიანებით დააზუსტა. ქობულიას განმარტებით, მას პარლამენტის წევრებთან არ უთქვამს, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშრებით შეიძლება ცვლილებები იგეგმებოდეს, არამედ იგულისხმა, რომ ის არის მასშტაბური პროექტი და სხვა პროექტებთან ერთად მასაც შეისწავლიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 აგვისტო
20 აგვისტო

კერალაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რ ...

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე შტატ კერალაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 186-ს მიაღწია. კერალაში, სადაც ა ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

თემურ შაშიაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად ...

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს. საინიციატივო ჯგუფმა (ზაურ ნაჭყები ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

საქართველო წითელას შემთხვევების რაოდენობ ...

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მონაცემებით, 2018 წლის პირველ ექვს თვეში ევროპაში წითელას შემთხვევების რეკო ...
^