Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარია - შსს-ს თანამშრომელი, რომელსაც ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება, სამსახურს ავტომატურად დატოვებს

14 ივლისი, 2018 19:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელსაც ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება და ოჯახში ძალადობაში იქნება ბრალდებული, შს სამინისტროს რიგებს ავტომატურად დატოვებს, - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მან შესაბამისი ბრძანება 12 ივლისს მიიღო. მინისტრმა პლენარულ სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ეფექტური მუშაობის გზით, პოლიცია შეძლებს მოქალაქესა და პოლიციელს შორის ნდობის აღდგენას.


“ხშირად იყოსაყვედური შს სამინისტროსთან, რომ როდესაც საქმე ოჯახურ ძალადობას ეხება, სისტემა ოჯახში მოძალადეებს ხელს აფარებს. 12 ივლისს მივიღეთ ბრძანება, რომლის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება და ის იქნება ბრალდებული ოჯახში ძალადობაში, ავტომატურად დატოვებს შს სამინისტროს რიგებს. ამით ჩვენ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ თითოეულ პოლიციელს, რომელიც კეთილსინდისიერად, ეფექტურად და სამართლიანად ემსახურება ქვეყანასა და მოქალაქეს, ჩვენ ბოლომდე, კანონით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გამოყენებით დავუდგებით გვერდით, ხოლო პოლიციელი, რომელიც დადასტურებულად იქნება დადანაშაულებული უფლებამოსილების გადამეტებაში ან არაკეთილსინდისიერებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც უმკაცრეს დასჯას მოითხოვს“, - თქვა გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^