Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტიქიის შედეგები ონის სოფელ ღებში

15 ივლისი, 2018 12:08

ონის მერიის ინფორმაციკით, დილიდან განახლდა სამუშაოები სოფელ ღებში, მიმდინარეობს მდინარე ჩვეშურის კალაპოტის გაღრმავება და კალაპოტში მოქცევა.

მერიის ცნობით: 

- მდინარე ჩვეშურზე გასასვლელი საავტომობილო გზა აღდგენილია;

- მოეწყო დროებითი საცალფეხო ხიდი დიდ ღებსა და პატარა ღებს შორის;

- დღის მეორე ნახევრამდე აღდგება არნიშნული უბნების დამაკავშირებელი ძირითადი ხიდიც, ახალი ხიდის მონტაჟამდე მოსახლეობა თავისუფლად შეძლებს გადაადგილებას სოფლის ორ უბანს შორის.

სტიქიის ადგილზე იმყოფება ონის მუნიციპაიტეტის მერი ემზარ საბანაძე, პირველი მოადგილე მერაბ ორდინიძე,ონის პოლიციის რაიონული სამმრთველოს წარმომადგენლები. 

როგორც მუნიციპალიტეტი იტყობინება, 14 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია მდინარე რიონისა და ჩვეშურის ადიდება, რამაც დააზიანა სოფლის შიდა გზები, მოსახლეობის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთები, ნაპირსამაგრი ჯებირები და სახიდე გადასასვლელი.

რაიონულ ცენტრს მოწყვეტილი იყო სოფელი ღების ნაწილი, 50-60 კომლი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^