Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული - საზმაუს კომენტატორის პროტესტი „ლუჟნიკებზე"

15 ივლისი, 2018 15:51

„შიგ ლუჟნიკებზე" - საზმაუს სპორტული კომენტარორი გიორგი ზურაბიშვილი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გასაშუქებლად მოსკოვში იმყოფება, „ჟულნიკების" სტადიონზე ანტისაოკუპაციო მაისურით გამოცხადდა და პირდაპირ ეთერშიც ჩაერთო.

„დღეს კიდევ ერთი ოცნება ამიხდება. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი სტადიონიდან უნდა წავიყვანო. ამაზე მთელი ბავშობა ვოცნებობდი და ძალიან მადლიერი ვარ რომ
ასეთი შესაძლებლობა მეძლევა. გაუღიმეთ სამყაროს და ისიც გაგიღემებთ თქვენ!

ყველაფერთან ერთად ჩემი
საყვარელი გუნდი თამაშობს ფინალში
და ოცნება სრულყოფილად რომ
ახდეს, იმედია ფრანგები აწევენ თასს! 

ერთი ის არის, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანაში იმართება ჩემპიონატი. ფინალიც
მოსკოვშია და ეს დიდად სასიამოვნო
არ არის, მაგრამ რას
ვიზამთ. ანა ბოჭოიძის ძალიან კარგი დიზაინი დავბეჭდე
მაისურზე, ჩავიცვი და ასე ვაფიქსირებ ჩემ სამოქალაქო პოზიციას. Live with love and represent the real!" - წერს გიორგი ზურაბიშვილი Facebook-ზე.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^