Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თალაკვაძე: მინდელის შახტი უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების სტანდარტი არ იქნება მიღწეული

16 ივლისი, 2018 10:48

„მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

„მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს! ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო“, - განაცხადა თალაკვაძემ. 

დღეს დილით ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

როგორც „ლიბერალთან" საუბრისას პროფკავშირების წარმომადგენელი ილია ლეჟავა აცხადებს, 4 მეშახტეს მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, 2-მა მეშახტემ კი მსუბუქი დაზიანება მიიღო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ქალაქი, რომელიც გლოვით დაიღალა

ფოტო ► დაღუპული მეშახტეები 14 მაისს გაასვენეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^