Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, პროკურატურის პოზიცია უმკაცრესი იქნება“ - თადუმაძე მინდელის შახტზე

16 ივლისი, 2018 11:58

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის თქმით, მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის გამოძიება უშუალოდ პროკურატურის კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით ვინმეს დანაშაულებრივი ქმედება გამოვლინდება, პროკურატურის პოზიცია უმკაცრესი იქნება.

„ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახს. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა არ აწარმოებს. მაგრამ, ბუნებრივია, ყველა მიმდინარე საქმეზე საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს პროკურატურა და უწყება იმოქმედებს კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით.

თუ კონკრეტული პირების დანაშაულებრივი ქმედება გამოვლინდება, პროკურატურის პოზიცია იქნება უმკაცრესი“, - თქვა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მისი მოსმენისას.

დღეს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა ილია ლეჟავამ „ლიბერალს“ უთხრა, 4 მეშახტე მძიმე დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი, ორმა მეშახტემ კი მსუბუქი დაზიანება მიიღო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^