Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზოიძე ტყიბულში მომხდარზე: ყველა უნდა მობილიზდეს, რათა საგანგებო გადაწყვეტილება მივიღოთ

16 ივლისი, 2018 11:59

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ტყიბულში მომხდართან დაკავშირებით 1tv-სთან განაცხადა, რომ საჭიროა ყველას მობილიზება, რათა საგანგებო გადაწყვეტილება მიიღონ. 

„თუ ვინმეს სუბიექტური ფაქტორი გამოიკვეთება, რომ ეს იყო კონკრეტული ადამიანის ან რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში, ის ადამიანი ან პირთა წრე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. არ შეიძლება, უბედური შემთხვევები ზედიზედ ხდებოდეს. ორი თვის წინ ექვსი ადამიანის დაღუპვაზე ვსაუბრობდით, ახლა კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა, რაც უზარმაზარი ტრაგედიაა. ყველა უნდა მობილიზდეს, რათა საგანგებო გადაწყვეტილება მივიღოთ“, - განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, ტყიბულში მინდელის სახელობის შახტისთვის სამუშაოები ჩატარდა, მიღებულია უსაფრთხოების ზომების გამაუმჯობესებელი ღონისძიებების მთელი პაკეტი და უბედური შემთხვევის ალბათობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. 

„უსაფრთხოების ზომების მიღება ხდებოდა და ყველაფრის გამოსწორება რამდენად მოასწრეს, ასევე, რა დარღვევები იყო აღმოჩენილი, ესეც ალბათ გამოძიების თემა იქნება. მინდელის შახტზე სამუშაოები ჩატარდა და დასკვნა დადებულია, თუ რა უნდა გამოსწორდეს. შეიძლება უბედური შემთხვევა მოხდეს, მაგრამ უბედური შემთხვევის ალბათობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და სუბიექტური ფაქტორი გამორიცხული.“, - განაცხადა ზოიძემ. 

მისი თქმით, სასამართლო პრაქტიკა უნდა გამკაცრდეს და თუნდაც წვრილმანი საკითხების უგულებელყოფა, რომელიც შრომის უსაფრთხოების ეხება უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს. 

ამ მხრივ სასამართლო პრაქტიკა გამკაცრებული უნდა იყოს, რათა ამას დამსაქმებლისთვის პრევენციული ეფექტი ჰქონდეს. კერძოდ, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ თავისუფლების რისკი უნდა იყოს, თუნდაც წვრილმანი საკითხების უგულებელყოფა, რაც შრომის უსაფრთხოებას ეხება. მესმის, რომ დაღუპულთა თუ დაშავებულთა ოჯახებს კომპენსაცია ურჩევნიათ და არა ადამიანის ციხეში გაშვება, მაგრამ თუ უმკაცრესი დასჯა არ მოხდა და ეს სამაგალითო არ იქნა, ამით სასამართლო პრაქტიკის დასჯის პრევენცია ძალიან მცირდება. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა შეჩერდეს, უნდა დავადგინოთ, ტრაგედიის მიზეზი რა იყო“, - აღნიშნა ზოიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^