Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტმა შალვა თადუმაძე მთავარ პროკურორად აირჩია

16 ივლისი, 2018 14:19

საქართველოს პარლამენტმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე დაამტკიცა. თადუმაძის კანდიდატურას ფარული კენჭისყრისას მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა ორმა პარლამენტარმა მისცა. 

შალვა თადუმაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ დატოვა.

შოთაძე მოკლული დავით სარალიძის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურასთან შეკრებილი ხალხის პროტესტის შემდეგ გადადგა. ის მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.

მთავარი პროკურორის არჩევის წესის მიხედვით, კანდიდატების შერჩევამდე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ერთი თვის განმავლობაში საჯარო კონსულტაციები უნდა გაემართა. 

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, რომ იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს ჩამოშორებოდა, რადგან მათი განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემაში ხარვეზებზე პასუხისმგებლობა არა მარტო შოთაძეს, წულუკიანსაც უნდა აეღო.

იუსტიციის მინისტრს სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციები არ გაუმართავს.

ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის შეფასებით, თეა წულუკიანმა ამით პირდაპირ დაარღვია პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი, რადგან სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებსა და სხვებთან მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე კონსულტაციები არ გაუმართავს. 

თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი და შალვა შავგულიძე წარუდგინა. 

მოგვიანებით შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ პროკურორის შერჩევის პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობდა და ხელისუფლებას კანდიდატი წინასწარ ჰყავდა შერჩეული. პროტესტის ნიშნად, შავგულიძემ კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა.

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 დეკემბერი
16 დეკემბერი

LIVE ► ყვარლის გადახვევთან ოპოზიციის კოლ ...

ყვარლის გადახვევთან ოპოზიციის კოლონა შეფერხებულია. მათი თქმით, პოლიცია ავტობუსით ცდილობს გზის გადაკეტვას.  დაპ ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

შსს: კახეთის მიმართულებით ტრანსპორტის მო ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინაუგურაციის გამო კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილი გზებზე მოძ ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

თბილისის მთავარ ნაძვის ხეს რესპუბლიკის მ ...

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. მან ამის შესახებ ...
^