Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო► გრენლანდიის ერთ-ერთ სოფელს 11 მილიონი ტონის აისბერგი განადგურებით ემუქრება

16 ივლისი, 2018 15:30

გრენლანდიაში ერთ-ერთ სოფელს ივნარსუიტს არქტიკიდან დაძრული უზარმაზარი აისბერგი მიუახლოვდა. ყინულის გიგანტი, რომელიც 11 მილიონ ტონას იწონის, სოფელს განადგურებით ემუქრება.

ჯერჯერობით, უცნობია, მშვიდად ჩაუვლის თუ არა აისბერგი სანაპიროს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ აისბერგს ყინულის ნაწილი მოწყდება, პატარა სოფელი შეიძლება ცუნამმა წალეკოს. დიდი აისბერგები ნელ-ნელა არ დნებიან, ისინი ჯერ ნაწილად იხლიჩებიან. „ეს არ არის მშვიდი პროცესი“, - უთხრა The New York Times-ს კოლუმბიის უნივერსიტეტის კლიმატის მკვლევარმა, იორგ შაფერმა.

200 მეტრის სიგანისა და თითქმის 100 მეტრამდე სიმაღლის აისბერგი ძლიერი ქარის შემთხვევაში შესაძლოა, სანაპიროსაც შეეჯახოს, რაც ასევე კრიზისს გამოიწვევს.

ივნარსუიტში სულ 169 მოსახლეა. 33 ადამიანი, რომელიც ოკეანის სანაპიროზე ცხოვრობს, პოლიციის გადაწყვეტილებით, უკვე ევაკუირებულია. ხელისუფლება მოუწოდებს ადგილობრივ მცხოვრებლებს, იფრთხილონ, მოარიდონ თავიანთი ნავები იმ მხარეს, საიდანაც სოფელს აისბერგი მიუახლოვდა.

„ისინი კარგავენ ნავებს. არ შეუძლიათ, სათევზაოდ ან სანადიროდ წავიდნენ“, - განაცხადა დედაქალაქის პოლიციის ინსპექტორმა, გიდეონ ქუისტმა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აისბერგი ყველაზე მასიურია, რაც კი აქამდე სოფლის მცხოვრებლებს უნახავთ.

გადაუდებელი საჭიროებისთვის ივნარსუიტთან დგას დანიის სამეფოს გემიც, მოსახლეობა კი ამინდის პროგნოზს და აისბერგის მოძრაობას ადევნებს თვალს.

ფოტო: Mette Kristensen/knr.gl


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^