Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მინისტრის მოადგილე: შახტის გაჩერების შემდეგ ხელფასს კომპანია აანაზღაურებს

16 ივლისი, 2018 16:06

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს იმად, რომ გაგრძელდეს მუშაობა მაღალი რისკის დასაქმების სფეროებში შრომის უსაფრთხოების ძირითადი სტანდერტების დაკმაყოფილების გარეშე. 

„სწორედ ამიტომ პრემიერმა კონსულტაციების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დახურულიყო მოპოვებითი სამუშაოები მინდელის შახტში. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად  შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებული ზომების დაცულობის საკითხებს შახტში და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

მისი თქმით, შახტში მოპოვებითი სამუშაოები შეწყდება იქნება, თუმცა ხელფასს კომპანია აანაზღაურებს. თამარ ბარკალაიმ აღნიშნა, რომ  გერმანიიდან ექსპერტები ხვალ ჩამოვლენ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ კი შესთავაზა რამდენიმე ფირმა, რომლებთანაც ჯანდაცვის სამინისტრო კონტაქტზეა   და უახლოეს კვირაში საზოგადეობას მიაწვდიან ინფორმაციას იმ საერთაშორისო ექსპერტების შესახებ, რომლებიც სამინისტროსთან ითანამშრომლებენ. 

„შახტის დახურვის საკითხი მუდმივად იდგა, თუმცა ძალიან  რთულია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რადგან დასაქმებულია 1500-მდე ადამიანი. რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება იქ, სადაც ეს არის ძირითადი შემოსავლის წყარო. ამიტომ გაჭიანურდა ეს საკითხი“.

მისივე თქმით, შახტის არა თუ დროებით, არამედ მთლიან დახურვაზეც მიდის საუბარი, რაც შესწავლის შემდეგ გადაწყდება, შახტის დახურვა-დაკონსერვების ან მუშაოების გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხები. 

„ლიბერალის“ კორესპონდენტის შეკითხვაზე, შეეხება თუ არა შახტის დახურვის საკითხი იმ სალიცენზიო ადგილებს, სადაც ღია კარიერული წესით მოიპოვება ნახშირი,  მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე მინდელის შახტზეა საუბარი, ხოლო სხვა დანარჩენს სამინისტრო შეისწავლის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^