Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები საგამოძიებო კომისიისა და ტყიბულის ალტერნატიული განვითარების გეგმის შექმნას მოითხოვენ

16 ივლისი, 2018 18:55

არასამთავრობო ორგანიზაციები დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასა და ტყიბულში ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებას მოითხოვენ - ამის შესახებ დღეს ტყიბულში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე EMC-ისა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს.  

არასამთავრობოების შეფასებით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გააანალიზოს და შეისწავლოს ბოლო წლებში მომხდარი საწარმოო შემთხვევები, რომლებსაც ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ემსხვერპლა და პასუხი გასცეს, თუ „რატომ იყო გამოძიება ამ შემთხვევებში ასეთი არაეფექტიანი“. 

„მარტო 2017 წლის განმავლობაში 128 შემთხვევიდან სასამართლოში იყო მხოლოდ 11 საქმე; გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, ხოლო 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს და ასევე შეფასებულია 90 ამგვარი საქმე, სადაც მხოლოდ 3 შემთხვევაში დადგა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. ყველა სხვა შემთხვევაში (დაახლოებით 72%-ის), მხოლოდ ჯარიმა დაეკისრათ 500-დან 5000 ლარამდე. ამიტომ კითხვები ჩნდება არა მხოლოდ შრომისა და ეკონომიკის სამინისტროების, ან პარლამენტის, არამედ შსს-ს მიმართაც. იმიტომ, რომ ეს არის კითხვები, რომელსაც ხელისუფლების ვერც ერთმა ნაწილმა პასუხი ვერ გასცა. “, - განაცხადა EMC-ის იურისტმა ლინა ღვინიანიძემ. 

მეორე მოთხოვნა საქართველოს მთავრობას მიემართებ - ლინა ღვინიანიძის განცხადებით, ტყიბულის ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული გეგმა უმოკლეს ვადაში, ერთ თვეში მაინც უნდა შემუშავდეს, დაინტერესებული ჯგუფების, ადგილობრივებისა და მუნიციპალიტეტის ჩართულობით. გეგმის დამტკიცებისთანავე კი მისი აღსრულება უნდა დაიწყოს.

ლინა ღვინიანიძის თქმით, გარდა აღნიშნული ორი მოთხოვნისა, პარლამენტმა უნდა გააგრძელოს შრომის უსაფრთხოების საზედამხედველო მექანიზმების შექმნა, ასევე შსს-მ ყველა მსგავსი შემთხვევები დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს, საზოგადოებას კი პროაქტიურ რეჟიმში მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების პროცესზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს შემთხვევები არ დავინახოთ როგორც იზოლირებული და რიგითი საწარმოო შემთხვევები, არამედ ძალიან ცხადად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ტყიბულში და არამხოლოდ ტყიბულში საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, რომელიც მიმართულია დასაქმებულების წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმირებულნი არიან კომპანიის მფლობელები, მმართველები, მათ შორის შახტის უფროსები, ინჟირნები, უსაფრთხოების სამსახურები, ხელისუფლება, თუმცა ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერანაირი ეფექტიანი გადაწყვეტილება ვერ მიიღო ამ პრობლემის გადასაჭრელად“. 

EMC-ის იურისტი მამუკა ბახტაძის განცხადებასაც გამოეხმაურა. ლინა ღვინიანიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და შესაძლოა, დროებითი გამოსავალი იყოს, მინიმუმ სამი თვის წინ უნდა მიეღო ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება,

„მათ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც უკიდეურესად ცხადი გახდა ის, რომ არ არსებობდა სხვა გამოსავალი, დროებითი გამოსავალი მაინც, ტყიბულში არსებული შახტების მდგომარეობიდან გამომდინარე“. 

ღვინიანიძის თქმით, კომპანიებში მომუშავე მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა და „სწორედ იმიტომ, რომ არც ერთ მათგანს არ უგრძვნია სისხლის სამართლებრივი ან სხვა ტიპის პასუხისმგებლობა, ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში აგრძელებდნენ ადამიანების დასაქმებას იმ რეჟიმსა და მდგომარეობაში, რომლის მძიმე შედეგებს ყოველწლიურად ვხდავთ.

მოთხოვნებს ასევე უერთდებიან ორგანიზაციები „კონსტიტუციის 42-მუხლი“ და „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“. როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა, განაცხადეს, აღნიშნული მოთხოვნებით ისინი პარლამენტსა და მთავრობას რამდენიმე დღეში წერილობით მიმართავენ. 

____________________________________________ 

დღეს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

„მითხრეს, თანხას მოვიტანთო - ასე ყიდულობენ სიცოცხლეს?!“ - ტყიბულში დაღუპული მეშახტის შვილი

შსს: შახტში სავარაუდოდ მეთანის აფეთქებისას კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა

ქალაქი, რომელიც გლოვით დაიღალა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^