Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ „საქნახშირს“ უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს

16 ივლისი, 2018 17:13

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად  კომპანია „საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს“ - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ავრცელებს. 

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს 04:50 საათზე ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რომლის შედეგადაც 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა.  „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებსა და დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს.

მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 2006 წლიდან ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა „საქნახშირში“, აღდგა სრული საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა, დასაქმდა 1400 მეშახტე, ასევე,  ბოლო წლებია კომპანია ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად, სამწუხაროდ, ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც  ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად  კომპანია “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს“,- ნათქვამია გავცრელებულ განხცადებაში. 

დღეს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

„მითხრეს, თანხას მოვიტანთო - ასე ყიდულობენ სიცოცხლეს?!“ - ტყიბულში დაღუპული მეშახტის შვილი

შსს: შახტში სავარაუდოდ მეთანის აფეთქებისას კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა

ქალაქი, რომელიც გლოვით დაიღალა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^