Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო►ტყიბულის საავადმოფოს ექიმი დაშავებული მეშახტეების შესახებ

16 ივლისი, 2018 17:24

დღეს დილით, ტყიბულში, შახტში დაშავებული მუშების მდგომარეობის შესახებ „ლიბერალი“ ტყიბულის საავადმყოფოს ექიმს იური ელიაშვილს ესაუბრა. 

მისი თქმით, დილით, საავადმყოფოში მიიღეს 6 პაციენტი, რომლებსაც სხვადასხვა დონის დამწვრობა აღენიშნებოდათ.  სამ მათგანს ჰქონდა მძიმე დამწვრობა (მეორე-მესამე ხარისხის), იყვნენ შოკურ მდგომარეობაში. შოკური მდგომარეობიდან გამოყვანის შემდგომ კი ისინი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. 

ექიმის თქმით, ორი პაციენტს აღენიშნებოდა მსუბუქი დამწვრობა, რომლებიც დამატებითი დაიაგნოზის დადგენის მიზნით, მოგვიანებით გადაიყვენეს თბილისში. ერთ დაშავებულს კი ჩაუტარდა ამბოლატორიული მკურნალობა და საავადმყოფოდან გაწერეს. 

დღეს დილით ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა - 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს  დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული 
დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ“,- ნათქვამია შსს-ს განცახდებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი: ტყიბულის შახტში დაშავებული ორი მუშა რეანიმაციაშია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^