Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსეთის პრეზიდენტის განცხადება პირდაპირი მუქარაა“ - გია ვოლსკი

17 ივლისი, 2018 13:29

„რუსეთის პრეზიდენტის განცხადება პირდაპირი მუქარაა, რადგან პუტინი მიიჩნევს, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს უპირისპირდება“, – ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. 

„პუტინი თავის გარშემო პოლიტიკის გატარებას არ დაუშვებს საკუთარი ნების ან ინტერესების გათვალისწინების გარეშე. მე, როგორც ერთ დეპუტატს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს თუკი საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის NATO-ში სურს გაწევრება, ეს განვითარება აგრესიული მიმართულებით არავისკენ არ მოხდება. ერთადერთი, რაც ჩვენი მისწრაფებაა, ვიყოთ უზრუნველყოფილი უსაფრთხოებით გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა არ შეეხოს საქართველოს ის აგრესია, რაც ჩვენ დღევანდელ ჩრდილოვან მეზობელს აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკმა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრება მისი ქვეყნის ნაციონალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის გამო, რუსეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ამ ორი ქვეყნის მიღებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია გვექნება“ - პუტინი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^