Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ბახტაძე ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრს შეხვდა

17 ივლისი, 2018 13:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანტიგუა და ბარბუდას პრემიერს, გასტონ ალფონსო ბრაუნს შეხვდა. ის საქართველოში პირველად იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა  ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი კავშირების გააქტიურებაზე ისაუბრეს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. მათ ქვეყნებს შორის არსებული და სამომავლო ურთიერთობების აქტუალური თემებიც მიმოიხილეს და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, პრემიერებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ურთიერთმხარდაჭერისა და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

როგორც შეხვედრაზე გასტონ ალფონსო ბრაუნმა აღნიშნა, ანტიგუა და ბარბუდა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^