Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ეგ არის პარლამენტის დაკნინება“ - ნაცვლიშვილი კობახიძის განცხადებას ეხმაურება

17 ივლისი, 2018 14:33

მმართველი გუნდის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი განცხადება პარლამენტის შეურაცხყოფაა.

„ეგ არის პარლამენტის დაკნინება. პარლამენტის თავმჯდომარე რომ ამბობს, უმრავლესობას ჰქონდა სწორი პოზიცია და არ აკეთებდაო, ძალიან ისეთი რაღაცაა. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა ამ შემთხვევაში, მაგრამ პარლამენტის სტატუსიდან გამომდინარე, თუ არ აკეთებდა, მაშინ ეს საკითხი უფრო აქტუალურად უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში, რომ მას ეს შეესრულებინა. ახლა, ამ შემთხვევაში რიგით დეპუტატზე ხომ არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ უმრავლესობასა და პარლამენტის თავმჯდომარეზე. არ ვიცი, რისგან არის ეს გამოწვეული, რატომ გაკეთდა ეს განცხადება, მაგრამ თუ რამე არ მოგწონს, ისე უნდა გააკეთო, რომ ეს რაღაცა შეიცვალოს,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „რუსთავი 2-ის“ ცნობით. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პარლამენტს ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია, მაგრამ „მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ მართებული ზომების მიღების საშუალება“ არ მისცათ. 

კობახიძე შრომით უსაფრთხოებაზე: სამთავრობო ხელმძღვანელობას ხისტი პოზიცია ჰქონდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^