Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე წარადგინა

17 ივლისი, 2018 18:26

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად „ქართული ოცნების" მიერ შერჩეული თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. კანდიდატურის დამტკიცების საკითხს აჭარის უმაღლეს საბჭო განიხილავს. ოპოზიციის კანდიდატი  არმაზ ახვლედიანი იყო. 

„გავიაზრეთ ორივე კანდიდატურის პოზიცია და წარმომდგენი ძალების პოზიცია, შემიძლია გითხრათ, რომ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც თორნიკე რიჟვაძეს წარმოადგენს პარტია, რომელიც უმრავლესობას ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში, მის წარდგენას აქვს თავისი ლოგიკა. მე ავარჩიე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თორნიკე რიჟვაძე 2014-2016 წლებში იყო  აჭარის ა.რ. მთავრობის ეკონომიკური საბჭოს წევრი; 2013-2015 წლებში „შპს აჭარისწყალი ჯორჯიას“ იურიდიული დირექტორი; 2017 წელს ასევე იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2017 წლის დეკემბრიდან საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორია.





 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^