Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკეისრო კვეთების რაოდენობის გამო დაჯარიმებული სამშობიარო დაწესებულებების სია

18 ივლისი, 2018 15:46

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის პირველი მარტიდან დღემდე 17 სამშობიარო დაწესებულება დაჯარიმდა, 5 დაწესებულებას კი შეუჩერდა პროგრამის მიმწოდებლის (პროვაიდერის) სტატუსი.

იმ დაწესებულებებს, სადაც ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში 500-ზე მეტი საკეისრო კვეთა ჩატარდა, ხელშეკრულება შეუწყდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან.

1) შპს ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავლპროფილური კლინიკა „დედაშვილობა“;

2) შპს „ოქროს საწმისი-XXI“;

3) შპს „პირველი საავადმყოფო“;

4) შპს საქართველოს საპატრიაქროს „წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“;

5) შპს ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი.

სოციალური სააგენტოს ინფორმაციით, ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირება/შემცირების მაჩვენებელი. ამ პირობის შეუსრულებლობის გამო, მიმწოდებლებს განესაზღვრათ საჯარიმო სანქციები და სულ 17 სამშობიარო დაჯარიმდა.

1) შპს BROTHERS-ი,

2) შპს „ბაიები“;

3) სს ჩაჩავას ლინიკა;

4) შპს „უნიმედი კახეთი“; მ.იაშვილის სახ.ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი;

5) შპს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი;

6) შპს ახალი სამშობიარო ცენტრი;

7) შპს დავით დავარაშვილის კლინიკა;

8) შპს იმედის კლინიკა;

9) შპს ხონელიძის კლინიკა;

10) შპს მედკაპიტალი (გლდანის ფილიალი);

11) შპს ქუთაისის N3 სამშობიარო სახლი;

12) შპს ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლი;

13) შპს „ჰერა 2011“;

14) შპს ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკა „დედაშვილობა“;

15) შპს „ოქროს საწმისი - XXI საუკუნე";

16) შპს „პირველი საავადმყოფო“;

17) შპს საქართველოს საპატრიარქოს „წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“.

„საჯარიმო სანქცია დამოკიდებულია კლინიკის მიერ საკეისრო კვეთის რაოდენობის შემცირების ტენდენციაზე და განსაზღვრულია პროგრამისა და ხელშეკრულების პირობებით.“  - განუცხადეს „ლიბერალს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, 2017 წელს საკეისრო კვეთის ხვედრითი წილი არ შემცირებულა და 44.4%-ს შეადგენს.

WHO  რეკომენდაციით, საკეისრო კვეთის ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს. ევროპულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 11%-ს არ აღემატება.

შეკითხვაზე, საქართველოს რომელი ქალაქები/სოფლები გამოირჩევა საკეისრო კვეთის რაოდენობით? სააგენტოში გვიპასუხეს.

„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ რეგიონებში საკეისრო კვეთები შემცირებულია, რასაც ვერ ვიტყვით თბილისზე, ქუთაისსა და ბათუმზე.

მომავალი წლის 1 აპრილისთვის ხელშეკრულება არ გაუგრძელდებათ იმ კლინიკებს, რომელთაც 1 წელში 750 მშობიარობა არ ექნება ჩატარებული. საუბარია თბილისზე, ბათუმსა და ქუთაისზე. „ - ნათქვამია სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

სიახლეები ორსულებისთვის და სამშობიაროებისთვის - ინტერვიუ მინისტრის მოადგილესთან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^