Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროკომისიამ Google 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

18 ივლისი, 2018 16:35

ევროკავშირის ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის Google-ს 5 მილიარდი დოლარის (4.34 მილიარდი ევროს) გადახდა დაეკისრა. ევროპის კომისიის გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა. 

ევროკომისიის განცხადებით, Google არაკანონიერად იყენებდა Android-ის სისტემას, ინტერნეტში ძებნის სერვისში თავისი პოზიციების გასამყარებლად. 

ევროკომისიამ დარღვევად მიიჩნია ის ფაქტი, რომ Google მოითხოვდა მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიებისგან, Android-ზე მომუშავე სმარტფონებში ძებნის ნაგულისხმევ (Default) სისტემად Google Search, ინტერნეტბრაუზერად კი Google Chrome ყოფილიყო დაყენებული.

სხვა შემთხვევაში ინტერნეტგიგანტი Android-ზე ლიცენზიას არ გასცემდა.

უფრო მეტიც, ევროკომისიის მტკიცებით, Google სმარტფონებში თავისი აპლიკაციების დაყენებისთვის კონტრაქტორ კომპანიებს ფულსაც აძლევდა, ალტერნატიულ ოპერაციულ სისტემებს კი, სადაც Google Search და Google Chrome არ იქნებოდა დაყენებული, ბლოკავდა.

ამის გამო, მომხმარებელთა მხოლოდ 1% იყენებს ძებნის სხვა სისტემას, 10% კი სხვა ინტერნეტბრაუზერს.

კორპორაცია Alphabet-ს, რომლის შვილობილი კომპანიაც Google-ია, 90 დღე აქვს, აღნიშნული პრაქტიკის შესაცვლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ყოველდღიურად ჯარიმის 5% დაემატება გადასახდელად.

Alphabet-ს ჯარიმის გადახდა არ გაუჭირდება. მარტის მონაცემებით, მას 103 მილიარდი დოლარის რეზერვი ჰქონდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, გაასაჩივრებს.

კომპანიაში ევროკომისიის გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევენ.

„Android მომხმარებლებისთვის სულ უფრო მეტი არჩევანის საშუალებას იძლევა, არათუ ზღუდავს მას. ძლიერი ეკოსისტემა, მუდმივი ინოვაციები და დაბალი ფასები ამის კლასიკური მაგალითია. ჩვენ კომისიის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი BBC-ის ეთერში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^