Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხულოში სოფელ ღორჯომის ჯამეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

18 ივლისი, 2018 16:29

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში მდებარე 1903 წელს აშენებულ ჯამეს 2018 წლის 21 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სააგენტოს ინფორმაციით, ჯამე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომის სოფლის ცენტრში დგას და წარმოადგენს ორსართულიანი აჭარული სახლის სახესხვაობას. ჯამესთან ცალკე შენობაში მოქმედებს ორსართულიანი მედრესე და განბანვის ოთახი. დახურულია თუნუქის სახურავით. ასევე, გარედან, ჯამეს კედლებზე ოთხივე მხრიდან აკრულია თუნუქის ფურცლები.

„ჯამეს მშენებლობა დაწყებულა 1900 წელს და 3 წლის განმავლობაში შენდებოდა. მოქმედებს 1903 წლიდან. საშენი მასალა გადმოუტანიათ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტიდან. ჯამე აშენებულია ლაზ აბდი უსტას მიერ. ჯამეს ისევე როგორ სხვა სააღმსრულებლო დაწესებულებებს 1930 წ. შეუწყვეტია მოქმედება და 1950 წლამდე გამოიყენებოდა სოფლის მაღაზიის საწყობად, ხოლო 1960-დან 1982 წლამდე იქ ფუნქციონირებდა მუზეუმი“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^