Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს კონსტიტუცია ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა

18 ივლისი, 2018 18:07

საქართველოს კონსტიტუცია და მასში განხორციელებული ცვლილებები ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა, - საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს პროექტის „კონსტიტუცია უსინათლოთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. კონსტიტუცია გამოიცა ასევე აუდიო წიგნის სახით.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს როგორც ნაბეჭდი ვერსია, ასევე აუდიო ვარიანტი უსინათლოთა კავშირის წევრებს გადასცა.

„დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ძირითადი კანონის ხელმისაწვდომობის გაზრდას საზოგადოებაში. კერძოდ, უსინათლოთა კავშირთან თანამშრომლობის გზით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექნებათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გაეცნონ საქართველოს კონსტიტუციის შინაარსს”,-განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ.

კონსტიტუციის აუდიო ვერსია ჩამოტვირთვის ფუნქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც განთავსდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^