Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სულ აღარ მინდა პოლიტიკაში ყოფნა, თუ ადამიანს განსხვავებული აზრის გამო გაგრიცხავენ“- ფოფხაძე

19 ივლისი, 2018 11:25

„ქართული ოცნების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ TV პირველის ეთერში დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, პარტიის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან პარტიის ლიდერებს თანაგუნდელებთან კონსულტაციები ან წინასწარ საუბარი, რომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას აპირებდნენ, არ ჰქონიათ. 

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო. რაც შეეხება მის პარტიაში დარჩენას, როგორც განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც უმრავლესობასთან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის საკითხს განიხილავს. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ რადიკალური ნაბიჯი გადადგას და პარტია დატოვოს. 

„თუ ვიღაცას ჰგონია, რომ მე წყალს ჩავიგუბებ პირში და დათოს ვაგრძნობინებ, იცი რა, შენ რაღაც შეგეშალა და სწორად გაგრიცხეს, მე მაგას ვერ გავაკეთებ, მორალურად დავინგრევი, სახლიდან ვერ გამოვალ მაგის მერე, ეგ რა კაცობაა. სულ აღარ მინდა პოლიტიკაში ყოფნა, შინაგანად რაღა უნდა გინდოდეს. თუ ადამიანი განსხვავებული შეხედულების გამო პარტიამ შეიძლება, გარიცხოს. ეთიკურობა ძალიან შეფასებითია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, იტყვიან, გედი ფოფხაძე არაეთიკურია, ჩაიწერება ბრძანებაში, ბლანკში, რომ არაეთიკური ხარ და კარგად იყავი”, – ამბობს გედევან ფოფხაძე.

დავით ჭიჭინაძე "ქართული ოცნების" პარტიიდან გარიცხეს

ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვაზე: სიმართლის მოსმენა უჭირთ, ეს გახდა „ქართული ოცნების“ პრობლემა​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 მარტი
21 მარტი

ტრამპი: დროა, აშშ-მა გოლანის მაღლობებზე ...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, 52 წლის შემდეგ დრო მოვიდა, რომ აშშ-მა გოლანის მაღლო ...
21 მარტი
21 მარტი

სახანძრო უსაფრთხოების ნორმები 226 ობიექტ ...

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში შემოწმებული 226 ობიექტიდან მხოლოდ ერთში არ აღმოჩნდა სა ...
21 მარტი
21 მარტი

ვატო შაქარიშვილმა შესაძლოა, „ქართული ოცნ ...

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ვატო შაქარიშვილმა შესაძლოა, მმართველი ...
^