Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

19 ივლისი, 2018 12:41

საქართველოს ბანკმა, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან ერთად სტუდენტების სტაჟირება/დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. პროგრამა ითვალისწინებს საბაკალავრო საფეხურის  მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკში სტაჟირების გავლას შემდეგი მიმართულებებით: ინფორმაციული ტექნოლოგიები; მარკეტინგი (ბრენდინგი, PR, შიდა ბრენდინგი); მენეჯმენტი (HR -ადმინისტრირება, შერჩევა, ტრენინგები, შეფასება და განვითარება); ფინანსები (კორპორაციული რეპორტინგი, ბიუჯეტირება, ბიზნეს რეპორტინგი, ბილინგი, დებიტორებისა და კრედიტორების მართვა). 

პროექტი ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და კარიერული გეგმების განსაზღვრას, რაც წარმატებულ სტაჟიორებს შესაძლებლობას მისცემს აითვისონ კომპანიაში არსებული ვაკანტური ადგილები. თავის მხრივ, კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა შექმნას  შესაბამისი საკადრო რეზერვი.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების მხარდაჭერა, განსაკუთრებით სტუდენტთა სტაჟირების ხელშეწყობა.  ვფიქრობთ, ქვეყნის წამყვან კომპანიაში სტაჟირება პროგრამის მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას  აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით და ასევე, შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. 

„ის, რაც საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს გამოარჩევს სხვა სასწავლებლებისგან, არის ჩვენი სურვილი, სტუდენტებს დავეხმაროთ იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, დავანახოთ მათ,  რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნა და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი როგორც საკუთარი მომავლისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისათვის. სტაჟირების შედეგად მიღებული გამოცდილება სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას  შეცვალონ ან შექმნან რამე ღირებული თავიანთ სფეროში”,- განაცხადა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის რექტორმა, აკაკი ხელაძემ.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^