Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭიჭინაძე დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება და ფრაქცია „ქართული ოცნება 2012-ის“ შექმნას გეგმავს

19 ივლისი, 2018 13:01

„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება. ის ფიქრობს, რომ პარტიიდან სხვა დეპუტატებსაც გარიცხავენ, ამიტომ მათთვის ფრაქცია „ქართული ოცნება 2012-ის“ შექმნას გეგმავს. 

„ვაპირებ, დამოუკიდებლად და დაველოდები, რიგრიგობით ვის გამოყრიან, დავგროვდებით აქეთ. მე ვფიქრობ, სახელი „ქართული ოცნება 2012“ იქნება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.

მისიVE თქმით, მმართველი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლამდე მას პოლიტიკაში ეთიკის კოდექსები გაგონილი არ ჰქონდა. 

„სულ ეთიკაზე საუბრობენ. არ ვიცი, სად გაიზარდნენ, რა ეთიკა დააკლეს ბავშვობაში, რომ ახლა ასაკში აპირებენ ამ ეთიკის კომპენსირებას. ეს ჩემთვის გაუგებარია“,- აცხადებს ჭიჭინაძე.

ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვაზე: სიმართლის მოსმენა უჭირთ, ეს გახდა „ქართული ოცნების“ პრობლემა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს; არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები.

დავით ჭიჭინაძე "ქართული ოცნების" პარტიიდან გარიცხეს

გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

დავით ჭიჭინაძის ბოლო კრიტიკული შეფასება შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხებოდა. როგორც დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როცა უმრავლესობა შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კანონის მიღებაზე მსჯელობდა, ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარემ თქვეს, რომ  ასეთი კანონის მიღებით ინვესტორების ინტერესები დაირღვეოდა და ქვეყანა ეკონომიკურად არამიმზიდველი გახდებოდა. 

„როგორც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, თავის დროზე უმრავლესობა კომპრომისზე წავიდა. მათ, ვინც გუშინ გამოდიოდა და წინა მთავრობას ადანაშაულებდა, გავახსენებ, რომ ჩვენ გვქონდა უმრავლესობის სხდომა, რომელზეც გამოვედით მე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ლევან კობერიძე და ხაზგასმით განვაცხადეთ, რომ ქვეყანაში ასეთი უმსაგავსობა უნდა დამთავრდეს. მაშინ სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე გამოდიოდნენ, ვითომ გვეთანხმებოდნენ, მაგრამ იძახდნენ, რომ ამგვარი კანონის მიღება ქვეყანაში ბიზნესგარემოს გააურესებდა და ქვეყანას ინვესტირებისთვის არამიმზიდველს გახდიდა“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ რამდენიმე დღის წინ.

ჭიჭინაძე: თუ კობახიძემ ისეთი კომპრომისი დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი, უნდა გადამდგარიყო

„სულ აღარ მინდა პოლიტიკაში ყოფნა, თუ ადამიანს განსხვავებული აზრის გამო გაგრიცხავენ“- ფოფხაძე

„გუნდში განსხვავებული აზრი ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა აქვს საზღვრები" - სუბარი ჭიჭინაძეზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^