Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კილაძე: მეც მაქვს განსხვავებული აზრი, გამომიხატავს კიდეც საჯაროდ და არავის გავურიცხივარ

19 ივლისი, 2018 13:40

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ, 18 ივლისს მიიღო. 

ჭიჭინაძის უკვე ყოფილი თანაგუნდელი, სოფო კილაძე ამბობს, რომ თავადაც აქვს განსხვავებული აზრი - ეს გამოუხატავს კიდეც სახალხოდ, მაგრამ ამის გამო პარტიიდან არ გაურიცხავთ. კილაძის თქმით, პარტიიდან გარიცხვის მიზეზი შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

„ჩვენს პარტიაში საზოგადოებას არაერთხელ გაუგია სხვადასხვა განსახვევებული აზრი, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით - ეს არის ძალიან ნორმალური. მე პირადადაც მაქვს განსხვავებული აზრი, გამომიხატავს კიდეც ეს აზრი სახალხოდ და ამისთვის არავის გავურიცხივარ პარტიიდან. მთავარი, რაც მე არ გამიკეთებია არის ის, რომ სხვა ადამიანებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია ჩვენს პარტიაში. შეურაცხყოფა ზოგადად დაუშვებელია, გუნდის წევრების მიმართაც არის დაუშვებელი. და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის საფუძველი არ იყო კრიტიკული აზრი, არამედ ეს იყო შეურაცხყოფა“, - ამბობს კილაძე 

„ქართული ოცნების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილების გამო პარტია კომკავშირს შეადარა. რაზეც სოფო კილაძე აცხადებს, რომ თუ თავად მიიჩნევდა, რომ „კომპარტიაში“ არის, იმ პარტიას დატოვებდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^