Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერიამ დიღმის ტყე-პარკის მუნიციპალურ საკუთრებაში დასაბრუნებლად მოლაპარაკებები დაიწყო

19 ივლისი, 2018 13:48

თბილისის მერიას დიღმის მასივში მწვანე სივრცის დაბრუნება სურს, რომლის ნაწილიც დღეს კერძო საკუთრებაშია. დიღმის ტყე-პარკის მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნებაზე ქალაქის მთავრობამ ნაკვეთების მფლობელებთან მოლაპარაკებები დაიწყო.

როგორც „ლიბერალს“ მერიაში უთხრეს, დიღმის ტყე-პარკი დაახლოებით 20 ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს, აქედან ნახევარი დღეს კერძო საკუთრებაშია გადასული. როგორც მერიაში ამბობენ, პარკის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები ახალი დაწყებულია და ჯერ არ შეუძლიათ თქმა, რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები და რა თანხა დაუჯდება მუნიციპალიტეტს მისი დაბრუნება.

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, დედაქალაქის ახალი გენგეგმით ტერიტორიას ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის ზონის სტატუსი ექნება, რის გამოც მესაკუთრეებს მშენებლობის ნებართვა ამ ტერიტორიაზე არ ექნებათ. ბითაძის ინფორმაციით, მესაკუთრეთა ნაწილი თანახმაა ტერიტორიის მონაცვლეობაზე ან კომპენსაციის მიღებაზე.

ტყე-პარკი დიღმის მასივში, საქართველოს სამხედრო გზის, ახმეტელისა და ლუბლიანის ქუჩებს შორის მდებარეობს. ამ ადგილას სარეკრეაციო ზონის შექმნა 1934 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე თბილისის საბაზისო სანერგე მეურნეობა დაარსდა. მაშინდელი ქალაქის გენგეგმის მიხედვით, ტყე-პარკის ტერიტორია 75 ჰექტარს შეადგენდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^