Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ისრაელს ებრაელთა ეროვნული სახელმწიფო ეწოდება - ქნესეთში საკამათო კანონი მიიღეს

19 ივლისი, 2018 15:33

ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში მწვავე დებატების შემდეგ საკამათო კანონი მიიღეს. ამიერიდან ისრაელი ებრაელთა ეროვნულ სახელმწიფოდ იწოდება, რასაც ქვეყანაში მცხოვრები არაბების მხარდამჭერი პარტიები ეწინააღმდეგებოდნენ.

ქნესეთში კანონპროექტს 62-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 55-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა. კანონის მიღებას ოპოზიციონერ დეპუტატთა პროტესტი მოჰყვა. პარლამენტარებმა კანონის ასლები დახიეს, ერთ-ერთმა დეპუტატმა კი შავი დროშა ააფრიალა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კანონის მიღება ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად შეაფასა. მისი თქმით, ეს წოდება მისი ხალხის იდენტობას განსაზღვრავს.

ქვეყნის სახელწოდებასთან ერთად, ახალი კანონი ისრაელის დედაქალაქად ერთიან და განუყოფელ იერუსალიმს ასახელებს, ხოლო ებრაულ ენას ქვეყნის ერთადერთ სახელმწიფო ენად განსაზღვრავს.

მმართველი მემარჯვენე პარტიის ინიციატივას პროტესტით შეხვდნენ ისრაელში მცხოვრები არაბები, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^