Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სანამ შახტი დალუქული იქნება, მეშახტეებს ხელფასს „საქნახშირი" აუნაზღაურებს - ეკონომიკის სამინისტრო

19 ივლისი, 2018 17:46

სანამ შახტი დალუქული იქნება, მეშახტეების ანაზღაურებას კომპანია უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ლიბერალს" ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს. კომპანია „საქნახშირსა" და სამინისტროს შორის მოლაპარაკებები 2 დღე მიმდინარეობდა:

„ტყიბულის საწარმო არის კერძო კომპანია, რომელსაც საკუთარი ეკონომიკური გათვლა, მოგება და მათ შორის სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. კომპანიამ შრომითი პირობებისა და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესება საკუთარი რესურსებით უნდა უზრუნველყოს და ამ მიმართულებით სახელმწიფო მხოლოდ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად იმოქმედებს.

რაც შეეხება მეშახტეების ანაზღაურების საკითხს, იმ პერიოდში, რა პერიოდშიც შახტა იქნება დალუქული, მეშახტეების ანაზღაურებას კომპანია უზრუნველყოფს", - წერია სამინისტროს მიერ გამოგზავნილ პასუხში. 

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ სახელმწიფოსთვის „საქნახშირის“ გადაცემის თემაზე, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა კონსულტაციები და სამინისტრო ამის შემდეგ გააკეთებს განცხადებას. 

კომპანია „საქნახშირში" შახტების დალუქვის პერიოდში კომპენსაციების გაცემის საკითხს არ ადასტურებენ. ამბობენ, რომ, ჯერჯერობით, ამაზე მოლაპარაკებები მიდის და იმის თქმა ერთმნიშვნელოვნად, რომ სანამ შახტი იქნება დალუქული, კომპანია მეშახტეებს ხელფასს სრულად აუნაზღაურებს, ადრეა. 

ამავე თემაზე:  მეშახტეები კომპენსაციის საკითხზე პრემიერისგან გარანტიებს ითხოვენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 მარტი
21 მარტი

ტრამპი: დროა, აშშ-მა გოლანის მაღლობებზე ...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, 52 წლის შემდეგ დრო მოვიდა, რომ აშშ-მა გოლანის მაღლო ...
21 მარტი
21 მარტი

სახანძრო უსაფრთხოების ნორმები 226 ობიექტ ...

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში შემოწმებული 226 ობიექტიდან მხოლოდ ერთში არ აღმოჩნდა სა ...
21 მარტი
21 მარტი

ვატო შაქარიშვილმა შესაძლოა, „ქართული ოცნ ...

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ვატო შაქარიშვილმა შესაძლოა, მმართველი ...
^