Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აცხადებს

19 ივლისი, 2018 18:42

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური მთავრობის კაბინეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას ითვალისწინებს. უწყების შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების შემცირებას, რადგან თავშესაფრის განაცხადები მოკლე ვადებში განიხილება. 

შსს-ს ინფორმაციით, უახლესი მონაცემების თანახმად, ბოლო თვეებში გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა იკლო. უწყებაში აცხადებენ, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ კონკრეტულ ნაბიჯები საქართველოს მთავრობამაც გადადგა. მაგალითად: საინფორმაციო კამპანიები, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ატაშეების ქსელის გაფართოება ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში და სხვა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან დამყარებული აქვს ნაყოფიერი ოპერატიული თანამშრომლობა, როგორც ფედერალურ ასევე, ფედერალური მიწების დონეზე, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, თანამშრომლობის მემორანდუმებს, პარტნიორობისა და ურთიერთნდობის პრინციპებს. თანამშრომლობა მოიცავს როგორც ოპერატიულ, ასევე, არაოპერატიულ მიმართულებებს და ხორციელდება პოლიციის ატაშეების, ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი ოპერაციების განხორციელების, რეგულარული მაღალი დონის შეხვედრების მეშვეობით. ამ კუთხით აღსანიშნავია, ბოლო დროს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიასა და მოადგილის, ნინო ჯავახაძის ვიზიტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში“,- აცხადებენ შსს-ში.

საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში უკვე შეყვანილი ჰყავს ავსტრიას, საფრანგეთს, ბელგიას, ნიდერლანდებს, ბულგარეთს, ისლანდიას, ისრაელსა და ლუქსემბურგს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^