Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრანსგენდერ ქალს მამაკაცის ტანსაცმლით, სახლში დასვენების გარეშე დაკრძალავენ

20 ივლისი, 2018 12:15

ლიკას, ტრანსგენდერ ქალს, რომელიც გუშინ გარდაიცვალა, სახლში დასვენების გარეშე, მამაკაცის ტანსაცმლით  ხვალ  დაკრძალავენ.

"მამაკაცის ტანსაცმლით დავკრძალავთ. ჩვენთვის მაინც ათუკაა." - გარდაცვლილის ბებია.

 „ლიბერალს“ ამის შესახებ გარდაცვლილის ბებიამ განუცხადა და ასევე განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ოჯახმა გარდაცვლილი დაკრძალვა სახლში დასვენების გარეშე.

„ჩვენიც გაიგეთ, მართლმადიდებლები ვართ. დედამისს უფლება აქვს, როგორც სურს, ისე დაკრძალოს საკუთარი შვილი“, - განმარტავს ლიკას ბებია.

ტრანსგენდერი ქალის სახლში გადასვენებაზე უარის მიზეზად გარდაცვლილის ბებია შვილიშვილის დაავადებებს ასახელებს.

მისი თქმით, ლიკას სახლში დასვენება სხვების ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიდა. ბებია აღნიშნავს, რომ ის და მისი შვილი (ლიკას დედა) ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ და ბინის პატრონებიც არ მისცემდნენ ამის უფლებას. 

„ძალიან ბევრი დაავადება ჰქონდა, სხვის ოჯახში როგორ მიგვეყვანა ასეთი“,- აცხადებს გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის ბებია. 

ის ამბობს, რომ შვილიშვილის გენდერული იდენტობის შესახებ 14 წლის ასაკში შეიტყვეს და გვერდში ედგნენ მას. ეხვეწებოდნენ, სახლიდან არ წასულიყო. თუმცა ის მაინც წავიდა. ბებიის ინფორმაციით, ზოგჯერ ლიკა მათ სანახავად მიდიოდა. მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ სახელიც გამოიცვალა და გვარიც, რათა ოჯახის წევრებს მისთვის ვერ მიეგნოთ. თუმცა ის ამბობს, რომ როცა შვილიშვილის ცუდად ყოფნის შესახებ აცნობეს, ის მან თბილისიდან ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანა და მას შემდეგ გვერდიდან არ მოშორებია.

„ჩემს შვილს ვუმალავდი მის ცუდად ყოფნას, მაგრამ, როცა გაიგო, გადაირია. ყოველდღე მივდიოდით მასთან და ყველა სურვილს ვუსურვებდით, რასაც კი გვთხოვდა. მხოლოდ ბაბუამისი კი არ უვლიდა, ჩვენც სულ მის გვერდით ვიყავით. ყველამ იცის ეს, საავადმყოფოს ექიმებმაც და ექთნებმაც“,- აცხადებს გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის ბებია. 

გარდაცვალებამდე ტრანსგენდერ ქალზე სტატია გაზეთმა "ბათუმელებმა" მოამზადა. 

ექიმ - ინფექციონისტების თქმით, იმ დაავადების გავრცელების რისკი, რომელიც გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს ჰქონდა გარდაცვლილის სხეულიდან ვერ გავრცელდება და ოჯახის წევრების წამორმოდგენები დაავადების გავრცელების რისკებზე არასწორია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^