Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2018 წელს რუსეთმა 16 000 ლიტრი ქართული ალკოჰოლური პროდუქცია ქვეყანაში არ შეუშვა

20 ივლისი, 2018 12:10

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური ორგანოს „როსპოტრებნადზორის“ განცხადებით, მათ დაიწყეს ქართული ალკოჰოლური სასმელების შემოწმება და მათმა ნაწილმა ხარისხის კონტროლი ვერ გაიარა. წელს რუსეთმა ამის გამო 16 000 ლიტრი ქართული ალკოჰოლური პროდუქცია ქვეყანაში არ შეუშვა.

„როსპოტრებნადზორის“ განცხადებით, 2018 წლის პირველ ნახევარში შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი რუსეთის ფედერაციის ტექნიკურ რეგლამენტს და მომხმარებლის უფლების შესახებ არსებულ კანონს არ შეესაბამებოდა. შესაბამისად, რუსეთის ბაზარზე ქართული ალკოჰოლური სასმელი არ დაუშვეს.

„ხარისხისა და პროდუქციის უსაფრთხოების ანალიზი წარმოების ტექნოლოგიების დარღვევასა და გამოშვებული პროდუქციის არასათანადო კონტროლზე მიუთითებს“, - აღნიშნულია „როსპოტრებნადზორის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„როსპოტრებნადზორის“ განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე შესული ალკოჰოლურ პროდუქციის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^