Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაკედონიასთან მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობის გამო, საბერძნეთი რუსეთს უპირისპირდება

20 ივლისი, 2018 12:44

რუსეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობა გამწვავდა. ათენიდან ორ რუს დიპლომატს აძევებენ, კიდევ ორს კი ქვეყანაში შესვლას აუკრძალავენ. სანაცვლოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საბერძნეთში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს.

ათენსა და მოსკოვს შორის მეგობრული ურთიერთობის გამწვავება მაკედონიის საკითხმა გამოიწვია. საბერძნეთმა და მაკედონიამ 20-წლიანი დაპირისპირება მაკედონიის სახელწოდების გამო ახლა დაასრულეს. საბერძნეთის მეზობელი სახელმწიფო ამიერიდან ჩრდილო მაკედონიად იწოდება და NATO-სკენ გზაც გაეხსნა.

მოსკოვში NATO-ს ნებისმიერი მიმართულებით გაფართოება არ სიამოვნებთ. სწორედ ამიტომ, როგორც აღმოჩნდა, ამ ორი ქვეყნის კონფლიქტის გამწვავებას რუსეთი ცდილობდა.

საბერძნეთის ხელისუფლების მტკიცებით, მათ აქვთ უტყუარი მტკიცებულებები, როგორ ცდილობდა რუსეთი ირიბი გზებით მოლაპარაკების ჩაშლას. მთავრობა ამტკიცებს, რომ რუსეთი აფინანსებდა საპროტესტო აქციებს, ცდილობდა საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკოსების მოსყიდვას.

საბერძნეთში რუსეთის ელჩი სერგეი მასლოვი ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, ათენის გადაწყვეტილებას საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება. ამ ფონზე კი ლავროვის ვიზიტი უადგილო იქნებოდა.

ინგლისში სკრიპალის მოწამვლის გამო რუსი დიპლომატების გაძევების ტალღას, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საბერძნეთი არ შეერთებია. ათენსა და მოსკოვს ახლო ურთიერთობები ჰქონდათ, მაგრამ მაკედონიის საკითხი საბერძნეთის ეროვნულ ინტერესებშია და როგორც ოფიციალური პირები  ამბობენ, მათი ქვეყნის უპატივცემულობას მარტივად არ შეეგუებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^