Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ არის ევექსის პოლიკლინიკის ექიმი, რომელმაც პაციენტი აეროპორტში ამშობიარა

20 ივლისი, 2018 13:44

რუსუდან ცისკარიძე ევექსის პოლიკლინიკის ექიმია, რომელსაც ექიმად მუშაობის 25 წლიანი სტაჟი აქვს. სამედიცინო პროფესიიდან გამომდინარე მისთვის უცხო არ არის სხვადასხვა ჩვენებით შემოსული პაციენტებისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.

15 ივლისს სწორედ რუსუდან ცისკარიძეს მოუწია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მორიგეობა. სამორიგეო პუნქტში შევიდა შეტყობინება, რომ  აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში  ახალგაზრდა ქალი  თავს  შეუძლოდ გრძნობდა. „ევექსის“ ექიმი დასახმარებლად პირველადი დახმარების ჩანთით გავიდა, იფიქრა, სტანდარტულ შემთხვევასთან ჰქონდასაქმე. როგორც წესი, აეროპორტში მგზავრები წნევას, თავის ტკივილს ან დაძაბულობით გამოწვეულ ნერვულ შეტევებს უჩივიან ხოლმე. ადგილზე მისულს ფეხმძიმე ახალგაზრდა ქალბატონი დახვდა, რომელიც მუცლის ძლიერ ტკივილს უჩიოდა, ესი იყო ვადამდელი მშობიარობა.

დაუყოვნებლივ განხორციელდა პაციენტის გადაყვანა სამედიცინო პუნქტში, სადაც ახალშობილი რომლის წონა 2 კილოგრამი და სიგრძე კი 56 სანტიმეტრი იყო 10 წუთში მოევლინა ქვეყანას.

მსგავსი შემთხვევა საქართველოს აეროპორტში პირველად დაფიქსირდა.

მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბავშვი უკვე დაბადებული დახვდა და მშობიარობის პროცესიც სრულადდასრულებული იყო.

ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ბათუმი-მოსკოვის რეისს გასაფრენ დარბაზში ელოდა და წუთი-წუთზე უნდა გაფრენილიყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედა-შვილი თავს კარგადგრძნობს.

53 წლის ექიმი კმაყოფილია. „მთავარი ჩვენს საქმეში არის მობილიზება, სწრაფად მოქმედება და პაციენტის დახმარება... ადამიანის სიცოცხლე ბევრჯერ გადამირჩენია“ - ამბობსრუსუდანი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 აპრილი
22 აპრილი

დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ [პანკისში] ...

დღეს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც ენერგ ...
22 აპრილი
22 აპრილი

ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხ CBS-ს მოუწო ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხ CBS-ს ტვიტერზე მიმართავს, რომ სერიალ „საზღვაო პოლი ...
22 აპრილი
22 აპრილი

„არა ჰესებს და რეპრესიებს პანკისში!“ - დ ...

„სოლიდარობა პანკისელებს! არა რეპრესიებს! არა ჰესებს პანკისში!“, - დღეს, 19 საათზე, თბილისში, პარლამენტის წინ ...
^