Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება - პროკურორი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე

20 ივლისი, 2018 16:28

პროკურატურის წარმომადგენლის, კოკა კაციტაძის განცხადებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლის ბრალეულობაც გამოიკვეთება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობა ეკავა ან რა სტატუსი გააჩნია დღეს.

კოკა კაციტაძემ ის კონკრეტული საკითხები დაასახელა, რის შესახებაც ყოფილი მინისტრები გამოკითხეს. მისი ინფორამციით, დიმიტრი ქუმსიშვილის შემთხვევაში ინტერესის საგანი მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებში გამოვლენილი შესაძლო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებია. 

რაც შეეხება ზურაბ ალავიძეს, კაციტაძის თქმით, ამ შემთხვევაში გამოძიება სწავლობს იმ სახელმწიფო შესყიდვებს, რომელიც სამინისტროსთან დაკავშირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან განხორციელდა .

გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, კოკა კაციტაძე ვერც სხვა დეტალებზე საუბრობს და ვერც იმაზე, თანამშრომლობენ თუ არა ყოფილი მინისტრები გამოძიებასთან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^