Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მერიამ კიევის მერიის დელეგაციას რუსულენოვანი გიდი დაუქირავა

20 ივლისი, 2018 17:54

თბილისის მერიამ 12-13 ივნისს თბილისში კიევის მერიის დელეგაციას რუსულენოვანი გიდი დაუქირავა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, რუსულენოვანი გიდის მომსახურება თბილისისა და მცხეთის ტურებს მოიცავდა.

როგორც თბილისის მერის ბრძანებაშია აღნიშნული, ვიზიტის მიზანი იყო თბილისის მინიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის მუშაობის გამოცდილების გაზიარება და „ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება სხვადასხვა სფეროში".

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა ოფიციალური შეხვედრა თბილისის მერიის მთავრობის წევრებთან.

დელეგაციის წევრები იყვნენ:

  1. ნატალია ჰაიდამაკა - კიევის მინიციპალიტეტის ადმინისტრაციული სერვისების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
  2. ალექსი სტროიანოვსკი - კიევის ადმინისტრაციული სერვისების უზრუნველყოფის იურიდიული სამმართველოს უფროსი;
  3. ოლენა ვასიკი - კიევის ადმინისტრაციული სერვისების უზრუნველყოფის იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეების სახელმწიფო რეგისტრატორების მუშაობის კოორდინაციის სამმართველოს უფროსი;
  4. სევდა ჯაფაროვა - კიევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სერვისების უზრუნველყოფის საინფორმაციო სამმართველოს ხელმძღვანელი;
  5. ოლენა კავალჩუკი - კიევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
  6. ანნა ბილოკინი - კიევის ადგილობრივი თვითმმართველობის საერთაშორისო უერთიერთობების დეპარტალმენტის პრეოქტების კოორდინაციის განყოფილების მთავარი ექსპერტი;


უკრაინაში ერთადერთი სახელმწიფო ენა უკრაინულია. რუსულ ენას 2017 წლამდე რეგიონული ენის სტატუსი ჰქონდა და მისი გამოყენება დაშვებული იყო იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის 10%-ზე მეტი რუსულად ლაპარაკობდა. აღნიშნული წესი კი 2018 წლიდან აღარ მოქმედებს. დღეს რუსულ ენას უკრაინაში არანაირი სტატუსი არ აქვს. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^