Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მღებრიშვილი: პრემიერს მე მივმართე, არავის მხრიდან ყოფილა თხოვნა ან მოთხოვნა

21 ივლისი, 2018 16:30

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, მან პრემიერ-მინისტრს გადადგომის თაობაზე თავად მიმართა და არც თხოვნა და არც მოთხოვნა არავის მხრიდან ყოფილა.

როგორც მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ოჯახისა და მცირეწლოვანი შვილების გამო მიიღო, რათა საჯარო სამსახურში 22-წლიანი მუშაობის შემდეგ დრო მათთვისაც დაეთმო. 

„ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინე, ძალიან ბევრი სასცილო ინტერპრეტაციაც. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მე მივმართე პრემიერს თხოვნით გავეთავისუფლებინე დაკავებული თანამდებობიდან. არც თხოვნა ყოფილა, არც მოთხოვნა, ჩემი თხოვნა იყო პრემიერისადმი, რომ გამათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან. მე ამაში ვერაფერ საოცარს ვერ ვხედავ. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ დაახლოებით 22 წელია საჯარო სამსახურში ვმუშაობ და ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების ნაწილი ჩემს მცირეწლოვან შვილებსაც უნდა დავუთმო“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადადგა

მან თანამდებობა გუშინ დატოვა. საგანგებო სიტუაციების მართვი სამსახურის ინფორმაციით, მღებრიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადებით პრემიერს მიმართა. მამუკა ბახტაძემ მისი განცხადება დააკმაყოფილა. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას შალვა ხუციშვილი შეასრულებს.

გიორგი მღებრიშვილი 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის აგვისტომდე სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, 2015-2017 წლებში - შს მინისტრი, 2017 წლის ნოემბრიდან კი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმის შედეგად შექმნილ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს ხელმძღვანელობდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^