Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გენდერული თანასწორობის საკითხებზე სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა

20 ივლისი, 2018 18:38

ევროკავშირის პროექტის ინიციატივითგენდერული თანასწორობის საკითხებზე სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლის ფარგლებში სემინარი გაიმართა.

სემინიარი 16-19 ივლისს გაიმართა და მთავარი თემა  იყო „საერთაშორისო და ეროვნული ინსტრუმენტები გენდერული თანასწორობის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ“.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღო ჰუმანიტარული ფაკულტეტების საბაკალავრო საფეხურის 30-ზე მეტმა სტუდენტმა, რომლებიც კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ.

„სკოლის მიზანი იყო სტუდენტებს შორის გენდერული თანასწორობის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაზრდა. სკოლის მიმდინარეობისას სტუდენტებმა მოისმინეს ლექციები საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამოცდილების შესახებ, მონაწილეობა მიიღეს ქეისების განხილვაში და გამართეს იმიტირებული  სასამართლო პროცესი. სტუდენტების აქტიური ჩართვა პრაქტიკულ და თეორიულ ლექცია-სემინარებში მნიშვნელოვანია ქვეყანაში გენდერული თანასწორობის განვითარებისათვის“ - განაცხადა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან ალექსიძემ, რომელმაც სტუდენტებს გენდერული თანასწორობის საერთაშორისო ინსტრუმენტები გააცნო.

დისკუსია პროექტისევროკავშირი გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდასაჭერად“  ინიციატივით გაიმართა. პროექტი დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში და დასრულდება 2019 წლის მაისში. მთავარი კონტრაქტორი არის NIRAS შვედეთი და კონსორციუმის წევრი CPM.

გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია არის  პროექტის მთავარი პარტნიორი და ასევე მისი ბენეფიციარი. პროექტის პარტნიორები არიან: ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქსტატი; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; მედია და სამოქალაქო სექტორი. პროექტის სამიზნე რეგიონებია: თბილისი, გორი, ზესტაფონი

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში.

პროექტი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან:

  • ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით
  • სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა
  • ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^