Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არქეოლოგებმა ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი დასახლება აღმოაჩინეს

22 ივლისი, 2018 15:20

ქუთაისში, გორას დასახლებაში, ცაცხვების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ადგილას ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი დასახლება აღმოაჩინეს. „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, გათხრებისას ნაპოვნია დაუკირავი ქვევრები, თონეები, დოქები, ჯამები, სამარილეები, მინის სამაჯურები, ლითონის ნივთები, კრამიტის ფრაგმენტები.

„ჩვენ გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტერიტორიაზე ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი უბანი იყო. ამიტომ სამშენებლო სამუშაოებს თვალყურს ვადევნებდით. ეს დასახლება უნდა იყოს ძველი ქალაქის სამეურნეო უბანი. სადაც აღმოჩენილია ქვევრების, თონეებისჭა-მაცივრების და მინისა და კერამიკული ნაწარმის ნაშთები, რომლებიც მე-11 მე-13 საუკუნეებით თარიღდება”,-განაცხადა პირველ არხთან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალის მმართველმა როლანდ ისაკაძემ.

 აღმოჩენილ ნივთებს სახელმწიფო საცავში გადაიტანენ.

ფოტო: „ქუთაისი პოსტი“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^