საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კრწანისში მაშველებმა დატბორილი სახლებიდან მოქალაქეები გამოიყვანეს.
მათივე ცნობით, წყლის დონემ 1.5 მეტრს მიაღწია. 15-მდე მოქალაქის ევაკუაცია 10-მდე საცხოვრებელი სახლიდან განხორციელდა. მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე სამაშველო ნავებით გამოიყვანეს.
ადგილზე რჩება სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.