საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გორში ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლების სარდაფები. დატორილია თამარ მეფის, ქუჩიშვილის, ბაგრატიონისა და ლეონიძის ქუჩები.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია გორისა და ქარელის სამაშველო-სახანძრო ჯგუფები. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.