Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„შახტი იმუშავებს. ეს ჩვენი მუნიციპალიტეტის ინტერესშია" - ტყიბულის მერი

23 ივლისი, 2018 11:30

„ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 95% არის თქვენი ხელებით მოპოვებული." - ასე მიმართა ტყიბულის მერმა მეშახტეებს, რომლებიც ამ წუთებში ტყიბულის ცენტრში აქციას მართავენ. 

„შახტები იმუშავებს და ეს ჩვენს ინტერესშია" - განაცხადა მერმა. 

მისივე თქმით, ის დღეს ესაუბრა შახტის დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს, რომელმაც უთხრა, რომ დღეს ადმინისტრაციის წამყვან პოზიციაზე მომუშავე პირებს დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლებენ. მათ შორის გია ქარქაშაძის გვარი გაჟღერდა, რომელიც წარმოების დირექტორია კომპანია „საქნახშირში“.

მისივე თქმით, „სანამ ნორმალურ რეჟიმში აღდგება შახტების მუშაობა, ყველა მიიღებს ხელფასს." - თქვა მერმა, თუმცა შეკითხვაზე, გაფორმდება თუ არა ამ პირობის შესახებ ოფიციალური შეთანხმება, ვერ უპასუხა. მისი თქმით, „ყველაფერი შესაძლებელია" . 

LIVE ►„მეშახტეების ბრძოლა“ - ტყიბულში აქცია იმართება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^