Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► ბეშკენაძე: GIG-მ პასუხი უნდა აგოს მაშინაც კი, თუ იგი შახტების მფლობელი აღარ იქნება

23 ივლისი, 2018 11:45

„მეშახტეების ბრძოლა“ - ტყიბულში აქცია მიმდინარეობს. მეშახტეები ქალაქის ცენტრში სიტყვით გამოდიან და ტყიბულელებს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებენ. ყოფილი მეშახტე ლევან ბეშკენაძე მათ მოთხოვნებზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს სურს,  სახელმწიფოს გადასცეს შახტები. ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მათ პასუხი არ აგონ ბოლომდე. 

„თქვენ იცით, როგორი მდგომარეობაა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზოგადად, შრომის უსაფრთხოების მხრივ. პირველი, უპირობო მოთხოვნაა, რომ ქვეყანამ მიიღოს ისეთი კანონები, რომლებიც მორგებული იქნება მუშაზე და არა ბიზნესკლანებზე. მოთხოვნა ეხება პასუხისმგებლობის საკითხს. პასუხისმგებლობა ეკისრება ჩვენი გადმოსახედით ყველაზე დაბალ რგოლს, შახტის ადმინისტრაციას.

მაგრამ არ დაგვავიწყდეს ის, თუ ვისი მოყვანილნი არიან ისინი და ვინ დანიშნა ამ ადგილზე. ის რომ, GIG-ს სურს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცეს შახტი, ასე არ არის. მათ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა აქვთ და ამ პასუხისმგებლობას უნდა გაჰყვნენ ბოლომდე. მაშინაც კი, თუ  არ იქნებიან ტყიბულის შახტების მფლობელები. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა 50-მდე მოკლულ ჩვენს თანამოქალაქეზე. ასევე, 50-მდე დაშავებულ ჩვენს მოქალაქეზე. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, თუ რა დღეში ჩააგდეს ზოგადად ეს ქალაქი. ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერ გაექცევიან“, - განაცხადა ლევან ბეშკენაძემ.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^