Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ფეხბურთის განვითარების ფონდში კანონით გათვალისწინებულზე ორჯერ მეტ ხელფასს იღებდნენ“ - აუდიტის დასკვნა

23 ივლისი, 2018 14:22

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ფეხბურთის განვითარების ფონდში 2016-217 წლებში თანამშრომლები იმაზე ორჯერ მეტ ანაზღაურებას იღებდნენ, ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული.

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში თანამდებობზე დასაქმებული პირები ამ პერიოდში ყოველთვიურად საშუალოდ 3 000 ლარს იღებდნენ ხელფასის სახით. ეს კი აუდიტის დასკვნით, ორჯერ აღემატებოდა კანონით გასაზღვრულს.

აუდიტის დასკვნით, ამავე პერიოდში ფონდის დირექტორის ხელფასი 6 250 ლარი იყო, რაც ასევე კანონით განსაზღვრულზე მეტია. მისი ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს, რაც კანონით - 2 950 ლარს შეადგენს. შედეგად, აუდიტის დასკვნით, ბიუჯეტიდან კანონის შეუსაბამოდ ფონდმა 135 250 ლარის ხარჯი გასწია.

2016-2017 წლებში ხელფასის სახით ფონდის თანამშრომლებზე სულ 283 500 ლარია დარიცხული. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, ფონდმა მათ 2018 წელს წერილი მისწერა, სადაც ჩანს, რომ ეს საკითხი 2018 წლის პირველი იანვრიდან დარეგულირდა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ასევე პრობლემურია ფონდის 2016 წლით გათვალისწინებული ხარჯები, რომლებიც რეალური შემოსავლების გაუთვალისწინებლად დამტკიცდა. ფონდმა 40 200 000 ლარი დახარჯა, შემოსავლის სახით კი 2016 წელს 26 310 282 ლარი მიიღო.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ეხება ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 2015, 2016 და 2017 წლის 9 თვეში გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს.

ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, მთავრობის განკარგულებით, 2015 წლის 30 დეკემბერს დაფუძნდა. ფონდის მიზანია ქართული ფეხბურთის განვითარება, მისი პოპულარიზაცია და სტაბილური ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^