Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუდიტი: ჯანდაცვის სამინისტროში შეუსაბამოდ გაცემული პრემიის ოდენობამ 938 228 ლარი შეადგინა

23 ივლისი, 2018 18:04

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შესახებ 2016 წლის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს.

სამინისტროში შრომის ანაზღაურების შესახებ აუდიტის სამსახური წერს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში ვერ წარმოადგინეს დანამატის გაცემის კანონიერების (ზეგანაკვეთური ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულების) დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება;

  • სოციალური მომსახურების სააგენტოში 2016 წელს საშუალოდ 342 თანამშრომელზე (თანამშრომელთა ფაქტობრივი რიცხოვნების 20%) ყოველ თვეში გაიცემოდა დანამატი. აღნიშნული მოვლენა, თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე, უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს, ვიდრე დანამატის;
  • შეუსაბამობაა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების მოთხოვნებთან: - ცენტრალურ აპარატსა და სოციალური მომსახურების  სააგენტოში შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან (სადღესასწაულო) დაკავშირებით, პრემია გაცემულია წელიწადში 4-ჯერ; დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსით.

აუდიტის სასამხური განმარტავს, რომ უქმე დღეებთან დაკავშირებით პრემია შეიძლება გაიცეს წელიწადში არა უმეტეს 3-ჯერ; 

ხოლო ცენტრალურ აპარატში დასაქმებულ პირებზე კვარტალში 2-ჯერ და 3-ჯერ არის გაცემული პრემია. დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად კი, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ; აუდიტის სასამხურის ანგარიშში ნათქვამია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში არ არის წარმოდგენილი გაცემულ პრემიაზე, ხელმძღვანელი პირების მოხსენებითი ბარათები,  რომლებშიც დასაბუთებული იქნებოდა პრემიის გაცემის საფუძვლები. აღნიშნული წესის შეუსაბამოდ გაცემულმა პრემიის რაოდენობამ შეადგინა 938 228 ლარი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

4 ლგბტ აქტივისტს ჰომოფობიური მოტივით ფიზ ...

ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე მას და კიდევ 3 აქტივისტს ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კლუბის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ბრა ...

ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ზუგდიდში მოწამლული 10 უცხოელი ბავშვის სა ...

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 უცხოელი ბავშვი გადაიყვანეს. როგორც „ლიბერალს“ „ევექსში&ldqu ...
^