Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ოთხეულში მოხვდა

25 ივლისი, 2018 17:00

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა ისტორიული შედეგით დაასრულა. ხმლით მოასპარეზე გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ცნობით, ქართველმა სპორტსმენებმა ტაილანდის 45:20 დამარცხების შემდეგ მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნაკრებს აშშ-ს ანგარიშით 45:38 მოუგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრებმა რეიტინგით მეოთხე ირანი ანგარიშით 45:37 დაამარცხა. 

საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში მსოფლიოს პირველ ნაკრებთან სამხრეთ კორეასთან 34:45 დამარცხდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი მოფარიკავეებმა ასევე ერთ-ერთ ლიდერთან უნგრეთთან მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 36:45 წააგეს.

საბოლოოდ, ქართველმა სპორტსმენებმა სანდრო ბაზაძემ, ბექა ბაზაძემ, მიხეილ მარდალეიშვილმა და ვაჟა რეჭიამ მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულეს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული შედეგია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^