Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუბარი: სახელმწიფოს უფლებაა ლეგიტიმური ქმედებები ჩაატაროს, რომელიმე ტერიტორია გამონაკლისი ვერ იქნება

27 ივლისი, 2018 0:02

ხაიშში მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ერთი კვირის ვადაში ხაიშში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დაბრუნდება, რომ „ხალხთან ერთად ვიფიქროთ განვითარების გზებსა და პირობებზე“. 

სუბარის განცხადებით, ჯებირები ადგილობრივებმა უკვე მოხსნეს. მისივე თქმით, საზოგადოების ნაწილის მოქმედება „კანონის ზღვარზე“ გადის.

„მაგრამ კარგად ვიცი ამ ხალხის მდგომარეობა, მათი ძირითადი შემოსავალი ხე-ტყეა და უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რომ ამ ხალხს ჰქონდეს ალტერნატიული შემოსავალი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა და შემდეგ დასძინა - „მე როცა ვთქვი, რომ ხალხის გარკვეული ნაწილის მოქმედება კანონის ზღვარზე გადის, ცოტა რბილი ნათქვამი იყო, სინამდვილეში სახელმწიფოს აქვს უფლება ძალიან ლეგიტიმური ქმედებები ჩაატაროს და ამ მხრივ საქართველოს რომელიმე ტერიტორია გამონაკლისი ვერ იქნება, თუმცა ჩვენ ძალიან ხშირად გვიხდება გავითვალისწინოთ მთელი რიგი გარემოებები და რა არის ეს გარემოებები - ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, შესაბამისად ხალხს ძალიან უჭირს“. 

სოზარ სუბარმა ხაიშში არსებული მდგომარეობა ტყიბულისას შეადარა.

„ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში მეწარმე, რომელიც იტყვის, რომ მე ვხურავ ჩემს შახტებს იმიტომ, რომ არ არის მომგებიანი, ვერაფერს იზამ, მაგრამ ჩვენ ვეძებთ გამოსავალს იმიტომ, რომ იქ ამ ადამიენების შემოსავალი, არსებობა დგას საფრთხის წინაშე, ასეთი საკითხი არის აქაც“. 

„ხე-ტყის მოპოვება არსებობის საშუალებაა, ეს თვითმიზანი არ არის" - ზურაბ ნიჟარაძე

საგამოძიებო: სვანეთში ხე-ტყის მოპოვების კანონიერებას ვამოწმებთ, მოსახლეობა ხელს გვიშლის

ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით სპეცოპერაცია მიმდინარეობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^