Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მე-2 საერთაშორისო კონფერენციას მართავს

27 ივლისი, 2018 15:33

სასტუმრო „რუმსში“, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ორგანიზებით რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც  წყალმომარაგების დარგის სისტემურ განვითარებას ეძღვნება.

კონფერენცია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი მიესალმა და ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის წყალმომარაგების სფეროს სისტემური განვითარება უმნიშვნელოვანესი საკითხია. „მივესალმები gwp-ის ინიციატივას გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ამ სფეროს სისტემური განვითარების ირგვლივ“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და დედაქალაქის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი გამოვიდნენ.

კონფერენციაში მონაწილეობას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან ერთად,   საქართველოს წყალმომარაგების სექტორის და gwp-ის პარტნიორების, ევროპის ლიდერი კომპანიების პირველი პირები იღებენ. საუკეთესო პრაქტიკის გასაცნობად, ღონისძიებას გერმანიიდან, ესპანეთიდან,  პოლონეთიდან, რუმინეთიდან, დანიიდან ჩამოსული წყალმომარაგების კომპანიების ხელმძღვანელებიც ესწრებიან.

„ჩვენი კომპანიის მენეჯმენტი ორიენტირებულია გრძელვადიან მიზნებზე, კომპანიის სისტემურ გაუმჯობესებასა და სერვისის სტაბილურობაზე“ - აცხადებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი, გიორგი ცხადაძე.

საერთაშორისო კონფერენციაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლები იმ სიახლეებზე საუბრობენ, რასც კომპანია საერთაშორისო ლიდერ ბრენდებთან ერთად საქართველოში ნერგავს. თავის მხრივ, უცხოურმა წყალმომარაგები კომპანიები და მწარმოებლები ერთმანეთს  საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^