Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კლდიდან გადავარდნილი 11 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, მისი გადარჩენისთვის ვიბრძვით - ექიმი

30 ივლისი, 2018 14:33

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბრძოლა როგორც მისი ტვინის დარჩენილი უჯრედების შესანარჩუნებლად, ასევე მთლიანად მისი სიცოცხლის გადასარჩენად“,- განუცხადა ჟურნალისტებს მთათუშეთში კლდიდან გადავარდნილი 11 წლის მოზარდის მდგომარეობის შესახებ იაშვილის კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გია ბიბილაშვილმა.

მისი ინფორმაციით,  არასრულწლოვანს თავის ტვინში სისხლჩაქცევები აქვს, ამასთან, დაზიანებულია სახის ძვლებიც. თუმცა, ექიმის თქმით, რაიმე სახის ქირურგიული ჩარევა ამ მომენტისთვის არ განიხილება.

„კატასტროფის ბრიგადის მიერ პაციენტი ჩვენთან შემოყვანილია მრავლობითი დაზიანებებითა და მძიმე ნევროლოგიური სტატუსით. მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები და შესაბამისი დარგის სპეციალისტების კონსულტაციები. აღმოჩნდა, რომ პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ტრავმული დაზიანება, მათ შორის სისხლჩაქცევა თავის ტვინში, თავის ტვინის შეშუპება, სახის ძვლების დაზიანება, თუმცა რაიმე სახის ქირურგიული ჩარევა ამ მომენტისთვის არ განიხილება. პაციენტი კვლავ რჩება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. გრძელდება მისთვის გეგმური საძილე და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიცემა“,- განმარტა გია ბიბილაშვილმა.

ექიმის ინფორმაციით, გრძელდება 11 წლის მოზარდის სასიცოცხლო პარამეტრების მჭიდრო მონიტორინგი, რათა თავიდან აიცილონ თავის ტვინის მეორადი დაზიანება. 

„თავის ტრავმების მკურნალობა მოხდება მისი კლინიკური და ინსტრუმენტული კვლევის შედეგების კორელაციის მოხედვით. ამ ეტაპზე პაციენტს უკეთდება ყველაფერი, რაც მულტიპროფილურმა გუნდმა ჩათვალა საჭიროდ“,- განაცხადა ექიმმა.

შსს-ს ინფორმაციით, მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 11 წლის მოზარდი დ. ბ. 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მოახერხეს. ის თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი - იაშვილის კლინიკაში. 

უწყების განმარტებით,  გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე 
დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით  მიმდინარეობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^