Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსოფლიო თასის ფინალში დაკავებული Pussy Riot-ის წევრები გათავისუფლებისთანავე დააკავეს

31 ივლისი, 2018 14:28

რუსეთის პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის წევრები ორშაბათს ციხიდან გათავისუფლებისთანავე ისევ დაიჭირეს. ისინი საფრანგეთ-ხორვატიის ფინალური მატჩის დროს პოლიციის ფორმაში ჩაცმულები სტადიონზე შეიჭრნენ. როგორც თავად განაცხადეს,  ეს იყო პროტესტი, რადგან რუსეთში ადამიანის უფლებები ირღვევა.  

ჯგუფი Twitter-ზე წერს, რომ პოლიციამ ჯგუფის წევრებს მეორე ბრალდება წაუყენა, რადგან მათ საჯარო ივენთი წინასწარი შეტყობინების გარეშე გამართეს. 

 

2012 წლის თებერვალში Pussy Riot-ის წევრებმა: ნადეჟდა ტოლოკონნიკოვამ, მარია ალიოხინამ და ეკატერინა სამუჩევიჩმა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში მოაწყვეს აქცია, რომლის დროსაც საკურთხეველთან შეასრულეს პანკ-ლოცვა „ღვთისმშობელო, გააგდე პუტინი”. იმავე წლის 17 აგვისტოს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ისინი რელიგიური სიძულვილის მოტივებით ჩადენილ ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თავად ჯგუფის წევრებმა ბრალი არ აღიარეს და განაცხადეს, რომ პერფორმანსი პოლიტიკური ხასიათის იყო და მორწმუნეთა შეურაცხყოფას არ ისახავდა მიზნად.

Pussy Riot-ის წევრები პუტინის მიერ ხელმოწერილი ამნისტიის ფარგლებში 2013 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^